ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისია, ქუთაისის საკრებულოს ახალ
შემადგენლობას დეპუტატის მანდატებს 6 ნოემბერს გადასცემს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს გამარჯვებულ დეპუტატებს
მანდატები არჩვნებიდან არაუგვიანეს მე-16 დღეს უნდა გადასცეს.
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოში უმრავლეობას "ქართული ოცნება"
წარმოადგენს. პარტიას წარმომადგენლობით ორგანოში 19 დეპუტატი ეყოლება,
მათგან 10 მაჟორიტარი და 9 პარტიული სიის წევრი.
4 დეპუტატი ეყოლება საკრებულოში არჩევნების შედეგად მეორე ადგილზე
გასულ "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 2 მანდატი "ევროპულ საქართველოს"
ერგო.
ქუთაისის საკრებულოს 25 კაციანი სია ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნების" მაჟორიტარები:
ავტოქარხანა - მერაბ კვიცარიძე
ძელქვიანი - ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი
კახიანოური - ელეონორა არჩაია
საფიჩხია - მარეხი ნიჟარაძე
ვაკისუბანი - მამუკა რიჟამაძე
გამარჯვება - ირაკლი შენგელია
უქიმერიონი - ამირან კოპალეიშვილი
ავტომშენებელი - იმედა საღინაძე
ქალაქ-მუზეუმი - გიორგი ჭიშვილი
ნიკეა - კახა ბოჭორიშვილი
"ქართული ოცნების" პარტიული სია:
1.ნიკოლოზ ლატარია
2. მაია სიმონიძე
3. რამაზ ჩხიკვაძე
4. ალექსანდრე ახალაძე
5.ოთარ ლორთქიფანიძე
6.ლაშა გვენეტაძე
7.ნანა კოსტავა
8.დავით წულეისკირი
9.ვლასი გარდაფხაძე
"ნაციონალურ მოძრაობის" პარტიული სია:
1.ბესიკ ბრეგაძე
2.გია უკლება
3.ვლადიმერ კლდიაშვილი
4.გრიგოლ შუშანია
"ევროპული საქართველოს" პარტიული სია:
1.დავით გოგისვანიძე
2.მერაბ მეშველიანი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველი ტურის შედეგები 11
ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს. საქართველოს მასშტაბით, ახალი მოწვევის
საკრებულოებში პირველი სხდომა კი, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო
შედეგების შეჯამებისგან 30-ე დღეს გაიმართება.
რაც შეეხება მერის არჩევნების მეორე ტურს, საარჩევნო კანონმდებლობის
მიხედვით, მეორე ტური არჩვნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს
უნდა გაიმართოს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა მიმდინარე
წლის 15 ნოემბერია.
მასალის გამოყენების პირობები