ქუთაისის N 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის
პირველი დღე დაასრულა.
კომისიის წევრებმა სულ
14 საჩივარი განიხილეს, რომლებიც, ძირითადად,
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა.
განხილვის შედეგად კომისიამ არ დააკამყოფილა 8 საჩივარი, შენიშვნა
მისცა ერთი უბნის თავმჯდომარეს და გაფრთხილება მისცა 5 საარჩევნო
უბნის თავმჯდომარეებსა და კომისიის წევრებს.
N 43-ე უბანზე კი, სადაც გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველმა ყუთში
ბიულეტენები კონვერტის გარეშე ჩაყარა, კომისის გადაწყვეტილებით
გადასატანი ყუთის თანმხლებ ორ პირს შენიშვნა გამოუცხადა, უბნის
თავმჯდომარეს კი ხელფასის 10% დააკლდა. N 43-ე უბნის შედეგების
განხილვის დროს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც უბნის
თავმჯდომარისთვის უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდა, სხდომა
დატოვა.
N 64-ე უბანზე კი, სადაც კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცელზე არ
მიუთითეს მისი შევსების დრო და რის შემდეგაც 5-მა ამომრჩველმა მისცა
ხმა ისე, რომ პრობლემა აღმოფხვრილი არ იყო, კომისიამ უბნის
თავმჯდომარეს შენიშვნა გამოუცხადა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას 24 ოქრომბერს
გააგრძელებს.
უკვე ცნობილია, რომ დღის ბოლომდე კომისიაში კიდევ
14 ახალი საჩივარი შევიდა. მათგან 13 საჩივრის
ავტორი "საიაა", ხოლო ერთი საჩივარი "სამართლიანმა არჩევნებმა"
დაწერა.
საოლქოს საჩივრების განხილვისთვის ვადა 24 ოქტომბრამდე აქვს.
მასალის გამოყენების პირობები