ქუთაისში გელათის ქუჩაზე მიწა ჩავარდა. ადგილობრივების განმარტებით,
ტერიტორიაზე მოძრავმა სატვირთო მანქანებმა მოსახლეობას დამატებითი
პრობლემები შეუქმნა.
"მძიმე წონიანი მანანები არიან, გზა დააზიანეს. ღვარსადენი აღარ
არსებობს ფაქტობრივად. როცა გაწვიმდა, გადმოვარდა წყალი და წაიღო 10
მეტრი სიგრძის ღობე. თუკი დროულად არ გაკეთდება და ნალექი მოიმატებს,
შეიძლება სახლიც წაიღოს", - ამბობს გელათის ქუჩაზე მცხოვრები,
შალვა შანიძე.
კომპანია "ინფრა კონსტრაქშენი" ერთ წელზე მეტია მდინარე ხანისწყალზე
ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებს. სატვირთო ავტომანქანები კი,
სწორედ, გელათის ქუჩის გავლით, დღეში რამდენჯერმე
გადაადგილდებიან. მათი განმარტებით, სამუშაოები
10 დღეში დასრულდება.
"ორი წლის წინ საერთოდ არ იყო აქ გზა და ჩვენ განვაახლეთ. შემდეგ,
რაღაც კომუნიკაციები გააკეთეს და მაგ ადგილას ჩაიწია მიწა", - ამბობს
კომპანიის წარმომადგენელი, ანდრო იოსავა.
სატვირთო მანქანები, რომლებიც გელათის ქუჩაზე
გადააგილდებიან
აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა "ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული
გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა და პარტია "თავისუფალი
საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ.
მისი განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის საფიჩხიაზე მცხოვრებ ათეულ
მოსახლეს.
"მივესალმები ყოველგვარ ინვესტიციასა თუ მშენებლობას, მაგრამ ეს არ
უნდა ხდებოდეს ცალკეული ოჯახების ხარჯზე. წინასწარ პრევენციისთვის
მოვიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები და დაუდგნენ
მოსახლეობას გვერდით", - ამბობს გოგი წულაია.
მასალის გამოყენების პირობები