არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნები" ცესკოს,
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი
გიორგაძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს.
ამის შესახებ ორგანიზაციის კვლავაში
არის
ნათქვამი.
"ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე,
სამუშაო საათებში, ფეისბუქის პირად გვერდზე 9 სისტემატურად აქვეყნებს
პ / გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შეხვედრებს.
ფაქტთან დაკავშირებით, "სამართლიანმა არჩევნებმა" საარჩევნო
ადმინისტრაციას მიმართა და ირაკლი გიორგაძისთვის ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა", -
ნათქვამია
კვლევაში.
ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მის
წინააღმდეგ საჩივარი ნამდვილად შევიდა.
"რასაც გადაწყვიტავს კომისია იმის მიხედვით გავაკეთებ
კომენტარს", - ამბობს ჩევნთან საუბარში ქუთაისის მერიის
იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.
"კანონდებლობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარე იმსჯელებს ამ
საკითხთან დაკავშირებით. მოიკვლევს შესაბამისად ინფორმაციას და
გამოსცემს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს", - განმარტავს
ცესკოს პრეს-სპიკერი, ანა მიქელაძე.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ
ამოდროისთვის ჩანიშნული არ არის თუ როდის განიხილავენ გიორგაძის
წინააღმდეგ შესულ საჩივარს.
29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური
ანგარიში
გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის
ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში საარჩევნო კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა.
"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ
გამართულ 252 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები