ახალი ამბები
გეგუთის კომპლექსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მეფეთა სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 

კერძოდ, დასრულებულია გუმბათის ჩრდილოეთის მხრიდან არქეოლოგიური სამუშაოები, გუმბათი ჰიდროსაიზოლაციო ფენილით დაიფარა. მეორე ეტაპი კი მარნის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელიც მისი მინით გადახურვას მოიცავს.



დგილზე მისულებს რამდენიმე მუშა დაგვხვდა, რომლებიც ხარაჩოების დასრულების სამუშაოებს ასრულებდნენ. 
"სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა გუმბათის რეაბილიტაცია ხორციელდება. პირველ ეტაპზე გუმბათის ჩრდილოეთის მხრიდან იყო არქეოლოგიური სამუშაოები ჩასატარებელი და დამთავრდა, წყალი ჩადიოდა გუმბათიდან და გადავხურეთ, ჰიდროსაიზოლაციო ფენილით დაიფარა. მეორე ეტაპი მარნის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს მინით გადახურვას", - ამბობს სამუშაოების შემსრუბელი კომპანიის დიერექტორი, მიხეილ გელაშვილი. ის ამბობს, რომ  მუშები შაბათი-კვირას ისვენებენ. ის სამუშაოების განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულებასა ვარაუდობს.

კომპლექსს რეკონსტრუქციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (NAT170006030) გამარჯვებული კომპანია "შპს ძველი გალავანი" ახორციელებს, რომელიც სამუშაობის შესრულების სანაცვლოდ 60 000 ლარს მიიღებს.

ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომ 18 ს-ის ბოლომდე გეგუთი იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა. თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით გეგუთის კომპლექსი უნიკალურ ნაგებობას წარმოადგენს. დღესდღეობით გეგუთის სასახლე ძლიერ დაზიანებუა, ჩამოშლილია კედლები, დაზიანებულია კამარაც. გადახურვის უქონლობის გამო მასზე მცენარეული საფარია გაჩენილი და ჩაედინება ნალექი, რაც მძიმე მდომარეობაში მყოფი ნაგებობას კიდევ უფრო აზიანებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.