პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის
ცენტრალური საარჩევნო შტაბი სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების"
მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ბოჭორიშვილის
შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით,
სადაც მას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ, განცხადებას
ავრცელებს.
შტაბის იურისტის გოჩა ავალიანის გამარტებით, საქართველოს საარჩევნო
კოდექსის 47–ე მუხლის მოთხოვნები ყველა მაჟორიტარობის კანდიდატისთვის
ცნობილია.
"გავრცელებულ ვიდეოში არ ფიქსირდება არც ერთი დაპირება, მითუმეტეს,
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, ამომრჩევლის მოთხოვნაზე – მაჟორიტარობის
კანდიდატი პასუხობს, რომ სიები მიაწოდონ. განმარტებისთვის –
მაჟორიტარობის კანდიდატის კახაბერ ბოჭორიშვილის შტაბში, ასევე,
ქუთაისის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში შექმნილია ჯგუფი, რომელიც
მოქალაქეებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევს დასაქმების თუ მერიის
სოციალური პროგრამების შესახებ.
კონსულტაციის გაწევა, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ
ჩაითვლება. მოქალაქეები, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატს
მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების შესახებ. ასევე, იმის
შესახებ, რომ მერიასა და მასთან დაქვემდებარებულ აიპ-ებში დასაქმების
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ HR–ის გვერდზე.
"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საარჩევნო შტაბი
გავრცელებულ კადრებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად
გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყოველივე ეს, ოპონენტების მხრიდან
მიზანმიმართული მცდელობაა - ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და
წინასაარჩევნო გარემოს დისკრიმინაცია მოახდინონ", - აღნიშნულია
"ქართული ოცნების" ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო შტაბის
განცხადებაში.
"სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება გავაკეთოთ", -
ასე მიმართვს ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ნიკეას ოლქის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ბოჭორიშვილი. ამომრჩეველი
კანდიდატს დასაქმების პრობლემაზე ესაუბრება, რა ის სიების
მიწოდებაზე ეუბნება "სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება
გავაკეთოთ". კახა ბოჭორიშვილისა და ამომრჩევლის შეხვედრის
ამსახველი ვიდეოს ეს მონაკვეთი სოციალურ ქსელში "ნაციონალური
მოძრაობის" ქალაქმუზეუმის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა,
ნიკა
ნარსიამ გაავრცელა.
ამავე
თემაზე:
"სასწრაფოდ სიები" - "ოცნების" კანდიდატს ამომრჩევლის
მოსყიდვაში ადანაშაულებენ
მასალის გამოყენების პირობები