ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან
სადაც დღეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის
კანდიდტების წარდგენა მოხდება, გზა გადაკეტილია. ტერიტორიას საპატრულო
პოლიცია აკონტროლებს.
ამ დროისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.
დღეს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების"
კანდიდატებს პირადად წარადგენს.
ცერემონია ქუთაისში 17:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც პრემიერი მერობის
კანდიდატებს იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში დაასახელებს.
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ვიცე-პრემიერი კახა
კალაძე.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ქუთაისში ვიცე-გუბერნატორი,
გიორგი ჭიღვარია მოიაზრება.
კანდიდატების ოფიციალურ წარდგენამდე კი ერთსაათიანი კონცერტია
დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის
მომღერლები.
"ბალახვანში" ასსაფეხურიან კიბეების მიმდებარე ტერიტორია დილით,
ქუთაისის მერიის დაქვედებარებაში არსებულმა ააიპ " სპეციალური
სერვისების" წარმოამდგენლებმაც დაასუფთავეს.
ამავე
თემაზე:
"ქართული ოცნება" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს
ქუთაისში 2 სექტემბერს წარადგენს
მასალის გამოყენების პირობები