წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობას", სადაც დევნილები
ცხოვრობენ ქვეწარმავლები შეესია.
დევნილების ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები 80 წლის
ქალი 30 აგვისტოს დილით გველმა დაკბინა.
როგორც დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, მოხუცი მძიმე მდგომარეობაში
იმყოფებოდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"კომაში იყო და ოჯახმა საავადმყოფოში წაიყვანა, არ ვიცით მისი
ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობა როგორია. მეც დამკბინა
ქვეწარმავალმა ორი დღის წინ.
სასწრაფიდ გავიკეთე შრატი და გადავრჩი,"
- ამბობს სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები ქარდავა თამილა.
დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრებლები მუმდივად შიშში იმყოფებიან.
ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დახმარებას
ითხოვენ.
"ვიდრე ვინმეს შეგვიწირავს ეს ქვეწარმავლები, ყურადღება მოგვაქციონ და
შეიწამლოს შენობა," - ამბობს ქარდავა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტის
შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტისგან" მიიღეს.
როგორც გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურში
ამბობენ, დევნილთა საცხოვრებლის შეწამვლავენ.
"ჩვენ არ ვიცილებთ პრობლემას თავიდან და ეტაპობრივად ვწამლავთ
ტერიტორიებს. ამ შემთხვევაში ხვალ ან ზეგ მოვახდენთ კონკრეტული
სანატორიუმის შეწამვლასაც," - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
გამგეობაში.
"ქუთაისიპოსტი" ცდილობს ქვეწარმავლისგან დაკბენილი ქალბატონის
ჯანრთელობის მდგომარეობის გარკვევას და ინფორმაციის დადგენისთანავე
მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები