ქუთაისის მერიის მიერ ქალაქში პარკირების ადგილებზე მესამედ გამოცხადებული აუქციონი კვლავ ჩავარდა.
აუქციონის მესამედ გამოცხადების დროს ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე განმარტავდა, რომ თუკი თუკი აუქციონი ისევ ჩავარდებოდა, ქუთაისის მერია თავად დააფუძნებდა შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში
პარკირების ორგანიზებას მოახდენს.თუმცა ამ დროისათვის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, მოხდება თუ არა დაანონსებული ორანიზაციის დაფუძნება თუ აქუციონი მეოთხედ გამოცხადდება.
ქუთისის მერიამ პარკირების ადგილებზე აუქციონი პირველად მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.აუქციონი 274 პარკირების ადგილზე აუქციონი 10 წლიანი ვადით გამოცხადდა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენდა. ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები იქნება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები