სკოლაში ბავშვებს, კვირაში ერთხელ ვაშლები დაურიგდებათ.
"ვაშლების დარიგების" კამპანია 2017 წლის სექტემბრიდან,
იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ
განცხადა.
"ვაშლების დარიგების მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვმა ჭამოს ჯანსაღი
პროდუქტი. ერთ ბავშვს ერთი ვაშლი დაურიგდება. გასაგებია, რომ კვირაში
ერთხელ ვაშლის ჭამა არაფერს ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანია", -
განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ვაშლები
დაურიგდებათ, დაახლოებით 40 000- დან 60 000 - მდეა. ვაშლების
შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები