ქუთაისში "McDonald's"-ის მეორე რესტორანი ნიაზ დიასამიძის კონცერტით
გაიხსნება.
ამის შესახებ კომპანია "თ და კ რესტორნებში" განგვიცხადეს. მათი
ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე სწრაფი კვების ობიექტი მიმდინარე
კვირაში გაიხსნება, თუმცა, კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე
მუშაობენ.
"თ და კ რესტორნების" წარმომადგენლის ინფორმაციით, ნიაზ
დიასამიძის კონცერტი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე გაიმართება, რის
გამოც, გადაიკეტება ცენტრალური გზა, ხოლო მოქალაქეთა
უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
სპეციალურად "McDonald's"- ის მეორე რესტორნის გახსნისთვის გამართული
კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
ქუთაისში აღაშენებლის მოედანზე "McDonald's"-ის ახალი რესტორნის
მშენებლობისთვის ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსა და შპს "თ და კ
რესტორნებს" შორის გაფორმდა.
კომპანიამ ცენტრალურ მოედანზე 1 416 კვ.მ ფართი შეიძინა, რაშიც 885
000 ლარი გადაიხადა. თანხა სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხა.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ
საპრივატიზებო თანხის გარდა, საინვესტიციო თანხა
2 800 000 ლარს შეადგენს, რაც "McDonald's"-ის სწრაფი კვების ობიექტის
აშენებას და მის აღჭურვას უნდა მოხმარდეს.
ქუთაისში "McDonald's"-ის ახალი რესტორნის მშენებლობა ქალაქში
მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა
და მოქალაქეებმა არაერთჯერ
გააპროტესტეს. ისინი ცენტრალურ მოედანზე ახალი
კვების ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.
ამავე თემაზე:
"მაკდონალდსის"
შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები