ახალი ამბები
ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი და შეწყვეტილი საკრებულოს სხდომა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ნახევარი საათით შეწყდა. ეს გადაწყვეტილება სხდომის წამყვანმა, საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილემ ბექა ყანჩელმა, მას შემდეგ მიიღო, რაც სხდომაზე ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა მათი კორპუსების წინ 300 კვ.მ მეტრის  "ფლამინგოს" მეპატრონეზე გაიჯარება გააპროტესტეს.

ადგილობრივებმა,  რომლებიც საკრებულოს სხდომას სპეციალურად  მათი პროტესტის გასაჟღერებლად ესწრებოდნენ,   იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და ადგილზე მშენებლობის შეჩერების გარანტია მოითხოვეს. 

საკრებულოს სხდომაზე მათ ქალაქის მერმა ოთხმხრივი მემორანდუმი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ბუხაიაძის N 17 სა და N 19 ის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ მათი, "ფლამინგოსა" და ქუთაისის მერიის ერთობლივი შეთანხმების  შემთხვევაში.

"ეს მომორანდუმი გუშინაც გვქონდა გამზადებული. ჩემი მოადგილე  ურეკავდა ბუხაიძის ქუჩის  წარმომადგენლებს, რომ გადაეხედათ ამ  ოთხმხრივი მემორანდუმისთვის და თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებიანათ. თუმცა,  გუშინ არავინ  მოსულა. არ არის პრობლემა საკრებულოზე, პირდაპირ ეთერში ამის განხილვა. ამ დოკუმენტის მიხევით, არავის ექნება შესაძლებლობა, მათ შორის ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებსაც, რაიმე ააშენოს იმ სკვერში", - განაცხადა საკრებულოს  სხდომაზე შოთა მურღულიამ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ იმ ტერიტორიაზე  მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა.  


შოთა მურღულიას ეს შეთავაზება ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა არ მიიღეს, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. მათი თქმით, მემორანდუმს  ხელს მანამ არ მოაწერენ,  ვიდრე, "ფლამინგო" 25 წლიან იჯარას  არ გააუქმებს. 

საკრებულოს  დღევანდელი სხდომის ხელმძღვანელის, ბექა ყანჩელის გაფრთხილების მიუხედავად, სხდომაზე ვითარების დარეგულურება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც  ყანჩელმა სხდომა ნახევარი საათით  შეწყვიტა. 

საკრებულოს სხდომაზე დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. ბუხაიაძის სკვერში კი სადავო მშენებლობის განხილვა კი  საკითხების დასრულების შემდეგ დაიწყო. 

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები სწორედ ამ ადგილზე "ფლამინგოს" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რის გამოც, კაფე-ბარის ადგილზე მისულ წარმომადგენლებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ასევე, მშენებლობის დაწყება ადგილობრივებმა ქუთაისის მერიის წინ აქციით გააპროტესტეს. რის შემდეგაც, ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა მათ განუცხადა, რომ ბუხაიძეზე "ფლამინგო" არ აშენდება. თუმცა, ამ დაპირების ადგილობრივებს არ სჯერა.


ამავე თემაზე:

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.