თურქეთში გარდაცვლილი, ქუთაისში მცხოვრები, ბუნა ხოტოველის დედა
მომხდარს წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებს.
ნათელა ხოტოველი ამბობს, რომ მის შვილს მტრები ჰყავდა, რადგან ბუნა
ხოტოველი ოცი წლის წინ მის ოჯახში მომხდარ ყაჩაღობას იძიებდა. დედა და
ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
"ჩემი შვილი არ სვამდა, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორ
წაბარბაცდებოდა, არ მჯერა. შვილი მომიკლეს", - ამბობს ნათელა
ხოტოველი.
თურქეთში უკვე გაემგზავრნენ გარდაცლილის დეიდა და
დეიდაშვილი.
ქუთაისელი ბუნა ხოტოველი თურქეთში მიმდინარე წლის 20
ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები ბუნა ხოტოველის ოჯახი
1999 წელს გაძარცვეს. ხოტოველები ძარცვის თანამონაწილეობაში მეზობლებს
ასახელებდნენ.
პუშკინის ქუჩის მცხოვრებლები
განმარტავენ, რომ მეზობლებს შორის დავა
იმ დროიდან დღემდე გრძელდება. ბუნა ხოტეველსა მის მეზობელს
შორის სიტყვიერ დაპირისპირებას კი, მიმდინარე წლის 17 აპრილს
სროლა მოჰყვა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში მეზობლის სახლის მიმართულებით ცეცხლის
გახსნაში ბრალდებულს შსს ეძებს
"შენ არ დამირეკოო" - თურქეთში გარდაცვლილი ქუთაისში
მცხოვრები ხოტოველის დედა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები