ახალი ამბები
ქუთაისში გარევაჭრობა თვითნებურად განაახლეს
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ ქალაქში გარევაჭრობის მასშტაბური აკრძალვის დაწყების მიუხედავად, ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრეებმა პროდუქციის რეალიზება ისევ დაიწყეს.

გარემოვაჭრეები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ოქტომბრამდე ვერავინ შეეხებათ, რადგან, როგორც ამბობენ, არჩევნებზე  მათი ხმა სჭირდებათ.  



ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ მოვაჭრეებისთვის გარეთ დახლების  გატანის უფლება არ მიუციათ. 

"ყოველდღიურად ვაფრთხილებთ, რომ გარემოვაჭრეობა აკრძალულია, რადგან მერიას არა აქვს უფლება რომ დააჯარიმოს ეს ხალხი," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, მიმდინარე წლის 24 აპრილს ე.წ. კეჭის ბაზრობაზე არსებული მაგიდების დემონტაჟი განახორციელეა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავდნენ, რომ გარემოვაჭრეები ამის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. თუმცა, აკრძალვიდან რამდენიმე დღეში გარემოვაჭრეებმა თავიანთი პროდუქციის რეალიზება ისევ დაიწყეს. 

მერიაში აცხადებდნენ, რომ დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს საპატრულო პოლიციას გადასცემდნენ და ისინი დაჯარიმდებოდნენ. თუმცა, მერიაში არა აქვთ ინფორმაცია, დააჯარიმეს თუ არა გარემოვაჭრეები.

" ამ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ფლობს," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს

გარემოვაჭრეთა დახლებს ქუთაისის ცენტრალურ ბაზართანაც აიღებენ


გარემოვაჭრეთა პროტესტი და ქუთაისის მერიის გეგმა (ვიდეო)

"დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს პოლიციას გადავცემთ" - ქუთაისის მერია


როგორ გამოიყურება ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გარემოვაჭრეების დახლების აღების შემდეგ (ფოტო)

ქუთაისში გარემოვაჭრეების სანიტარული კონტროლი არ ხორციელდება


რა პირობებში ყიდიან დაკლულ ქათმებს ქუთაისში - ვიდეო უკომენტაროდ

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გარემოვაჭრე დაჯარიმებას გადაარჩინა (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.