გვირილობის დღესასწაულის გამო ქუთაისში გზები გადაკეტილია.
ამ დროისათვის რუსთაველის ქუჩიდან ცენტრალურ მოედანზე და
ცისფერყანწელთა ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად
კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა
შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.
ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს
ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და
შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.
აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და
ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
მასალის გამოყენების პირობები