საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი,
ქუთაისიპოსტის მიერ მასალის -
"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" –
ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს"
გამოქვეყნების შემდეგ ერაყელ სტუდენტს
დახმარებას სთავაზობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტის ოჯახის სურვილის
შემთხვევაში მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.
"თუკი სურვილს გამოხატავენ, მათ უფასო კონსულტაციებს ვთავაზობთ", –
ამბობს საიას ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი
სანტურიანი.
ერაყელი სტუდენტი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ
დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა საიას
წინადადებას.
ერაყელი სტუდენტის ოჯახს, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მიმდინარე წლის
7 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის ნებართვაზე
უარი უთხრა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ
დოკუმეტში
ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და
მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
საფუძველი.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში
აღნიშნულია, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
ოჯახს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში აქვს.
მსგავსი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსგან პირველი შემთხვევა
არ არის. ჯერ კიდევ 2015 წელს ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს,
მათ შორის, ესამ მუჰსენსაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე
უარი უთხრეს. თუმცა, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება
შეცვალა და სტუდენტებს, სასამართლოს ჩარევის გარეშე, ბინადრობის
ნებართვა გაუგრძელეს.
მასალის გამოყენების პირობები