ახალი ამბები
„მეზობელ ბიჭს მთელი ღამე გაკოჭილი ვყავდი“ - სტუდენტი საქმის გამოძიებას ითხოვს
FaceBook
23 წლის გოგონა მეზობელი ბიჭის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
გოგონა ქუთაისის ერთ–ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა და საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ რაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სახლში მარტო დარჩენის შიში გაუჩნდა და სწავლას თავი დაანება.

23 წლის გოგონა ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ მამაკაცი, რომელმაც მასზე იძალადა, მისი მეზობელია და ადრე მის ბიძასთნაც კონფლიქტი ქონდა. ის იხსენებს, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობისა და სახლში შეჭრის მცდელობას რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა. თუმცა, დაზარალებულის თქმით, ყვირილითა და მეზობლების ჩარევით თავს იხსნიდა.

"მაგრამ მალევე, 2016 წლის 27 მაისს, სახლში შემომივარდა და ღამის 23:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე გაკოჭილი ვყავდი. დილით მეზობლებმა გაიგეს ხმაური და იმათმა მიშველს. მე მხარზე კბენა მოვასწარი.

მეზობლებმა პატრულს გამოუძახეს. მოუსწრეს, ნაკბენიც ეტყობოდა. დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ ისევ გამოუშვეს. მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობდა, ნივთები ექსპერტიზაზეც წაიღეს. მაშინ მეზობლების დაკითხვაც მოხდა, მაგრამ ის ბიჭი მაინც არ დაიჭირეს.

მარტო ერთი წუთითაც ვერ ვრჩები, სწავლაც ვერ დავასრულე, ერთი წელი დამრჩა, მე–3 კურსზე ვიყავი. არავის არ ვუსურვებ იმას, რაც მე იმ დღეს გამოვიარე. ჩემი ერთადერთი სურვილია, ყველას დავუმტკიცო, თუ რა საშიში ადამიანი არის ის", - გვიყვება დაზარალებული.

გოგონას ეჭვი აქვს, რომ სავარაუდო დამნაშავის ოჯახმა ამ საქმის დასახურად ფული გადაიხადა. ის ასევე, იმასაც ვარაუდობს, რომ მოძალადის ახლობლები ძალოვან უწყებაში არიან დასაქმებულნი.

"ერთი წელი იწურება, რაც ეს საქმე პროკურატურას აქვს. ველოდები, როდის დაიწყებენ გამოძიებას, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. ასე მგონია, საერთოდ მარტო ვარ. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ბევრჯერ მივმართე პოლიციას და ყოველ მისვლაზე მემალება პროკურორი. ბოლოს კი მითხრეს, რომ ის პროკურორი შეცვალეს", – ამბობს დაზარალებული.

ფაქტს ადასტურებენ ჩვენთან საუბარში მეზობლებიც. მათი თქმით, გოგონა მომხდარის შემდეგ შეშინებული იყო. ისინი გოგონას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ რომ მსგავსი შეშინების შემთხვევა მასთან მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა.

"ფანჯრიდან შესულა ბიჭი. სხვა მეზობლებსაც უნახიათ, კიბე რომ იყო მიდგმული ფანჯარასთან. ბავშვი ერთი კვირა კანკალებდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერ ლაპარაკობდა საერთოდ და ძალიან შეგვეცოდა", – ამბობს მეზობელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.