ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა
იწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
რკინიგზის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარე წლის 3 აპრილს,
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში ჩაუყრის
საფუძველს.
ქუთაისში დავით აღმაშენებლის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის
პროექტი, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის
ერთ-ერთი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი
ნაწილია.
როგორც საქართველოს რკინიგზაში
ქუთაისიპოსტს განუცხადეს, აეროპორტიდან რამდენიმე
კილომეტრით დაშორებულ ძველი სადგურის რეაბილიტაცია უკვე
დაწყებულია.
"ყველა მატარებელი, რომელიც იმოძრავებს დასავლეთ საქართველოს
მიმართულებით გააჩერებენ რეაბილიტებულ გაჩერებზე. ამის შემდეგ
მოხდება მგზავრების გადაყვანა ავტობუსით, რადგან გაჩერებიდან
ეროპორტამდე დაახლობით 1.8 კილომეტის მანძილია", - ამბობს საქართველოს
რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი
ცაგურია.
მისივე თქმით, მატარებლის ბილეთის საფასურში აეროპორტამდე
მისასვლელად საჭირო ავტობუსის თანხაც იქნება
გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები