ახალი ამბები
"დანამატები ირიცხება ქველმოქმედებისთვის" - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
FaceBook

არასამთვრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული 2016 წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევის მიხედვით,

ქუთაისის საკრებულოში ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ბექა ყანჩელს და ნიკოლოზ ლატარის აქვს მიღებული.
კვლევის მიხედვით, ისინი მთელი წლის განმავლობაში ხელფასის ოდენობის დანამატს 1250 ლარს ყოველთვიურად იღებდნენ, რამაც ჯამში თითოეულის შემთხვევაში 25 800 ლარი შეადგინა.

კვლევას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ყანჩელი გამოეხმაურა. მისი თქმით, დანამატის სახით მიღებულ თანხას ორივე დეპუტატი საქველმოქმედო ფონდებში რიცხავს.

,,ზოგადად დანამატის გაცემის მიზანი არის ზეგანაკვეთური სამუშაო გარდა იმისა, რომ ვართ თანამდებობაზე, დამატებით გვიწევს კომისიებში მუშაობა. არ ვთქვით უარი ამ დანამატზე, რადგან ეს ირიცხება ქველმოქმედებისთვის. ჩვენს მიერ დეკლარირებულია ეს თანხები. ჩვენ
შეგვიძლია წარმოვადგინოთ დოკუმენტაცია, თუ როგორ ხდება გადარიცხვა ქველმოქმედების მიზნით. ჩემს მიერ წინა წელს გადარიცხულმა თანხამ
შეადგინა 25000 ლარმა, ნიკა ნლატარიამ კი 45 000 ლარამდე გადარიცხა" - განმარტა ბექა ყანჩელმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ინფორმაციით 177 370 ლარი გაიცა პრემიის, დანამატისა და დახმარების სახით ქუთაისის საკრებულოში. აქედან, 86 500 ლარი გაიცა პრემიის სახით, 67 140 ლარი სახელფასო დანამატისთვის, დახმარების სახით კი 23 730 ლარი. ჯამში, 2016 წელს ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ამ მიზნით 912 351 ლარი გაიცა.




 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.