ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს წევრის, ლაშა
გვენეტაძის, მისი ძმისა და მათი მეგობრის პროცესი
მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც
ბრლდებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
საკრებულოს წვვრის საქმეს მოსამართლე გიორგი
ქაშაკიშვილი განიხილავს. ბრალდებულების ადვოკატის, გიორგი დვალიშვილის
განმარტებით, ის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, რომელიც მისი
დაცვის ქვეშ მყოფი პირების პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ
გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის
მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა. რაც, სიცოცხლისთვის და
ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ
თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის
დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართა ერთად პირი
მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს.
სასამართლოს პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები