8 თებერვალს, გელათის მიმართულებით მიკროავტობუსები უფასოდ
ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან იმოძრავებს.
მიკროავტობუსები მგზავრებს უფასოდ 10:00 საათიდან 16:00
საათამდე მოემსახურება.
დავითობასთან დაკავშირებით ქალაქში
10–მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.
ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიებები 09:30 საათზე მისი ძეგლის პატივგებით დაიწყება.
პროგრამას, საღამოს 19:00 საათზე, ქუთაისის
ოპერისა და ბალეტის თეატრში,
ბესო კალანდაძისა და მისი მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი
დაასრულებს.
ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
3000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები