"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალს,
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ისევ გიორგი სანტურიანი
უხელმძღვანელებს.
ის არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის 20 წლის საიუბილეო
ღონისძიებაზე აირჩიეს.
საია–ს ქუთაისის ფილიალის გამგეობის წევრები გიორგი სანტურიანი, ზაალ
გორგიძე, ნათია გოდუაძე, თამთა ჩეჩელაშვილი და ალექსანდრე მგელაძე
გახდნენ.
"ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას საია და საია–ს ქუთაისის ფილიალი
გაუმკლავდა. ვიყავით ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, სადაც
ყველაზე მეტად იყო საჭირო. არაერთი თაობა იურისტებისა ახორციელებდა
თავის საქმიანობას ფილიალში და ფაქტობრივად, საია–ს ყველა თაობის
იურისტის, ფილიალის ხელმძღვანელის მონაწილეობით ვაჯამებთ 20 წლის
შედეგებს", - განმარტა საიას ქუთაისის ფილილის ხელმძღვანელმა, გიორგი
სანტურიანმა.
იგი საქართველოს ახალგარზდა იურიტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში
2011 წლიდან მუშაობს, ხოლო ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ პირველად,
2015 წელს, ერთი წლის ვადით აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები