ქუთაისის მერიაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს პრემიებისა
და სახელფასო დანამატისთვის 645 996, 46 ლარი დაიხარჯა.
პრემიებთან ერთად, სახელფასო დანამატი მიიღეს ადგილობრივი
აღმასრულებელი ორგანოს თანმამდებობის პირებმა.
მერიიდან მიღებული წერილის მიხედვით, ქალაქის მერის მოადგილეებს,
ნოდარ მიქიაშვილსა და კოტე ქავთარაძეს, მიმდინარე წლის აპრილში
ხელფასის ოდენობის (მიქიაშვილი - 2 100 ლარი, ხოლო ქავთარძე - 2 050
ლარი) პრემიასთან ერთად, ამ თანხის 40%-ის ოდენობის დანამატიც
ერგოთ.
ხელფასის ოდენობის პრემია (1 700 ლარი) და 30% სახელფასო დამატი მიიღო
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ, ასევე
საბინაო, სოციალურ საკითხთა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის,
კეთილმოწყობისა და საფინანსო სამსახურების უფროსებმა.
"აქვე გაცნობებთ, რომ პრემია გაიცა ISO სერთიფიკატის მიღების გამო.
სახელფასო დანამატის გაცემას არეგულირებს "საჯარო სამსახურის შესახებ"
საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდესი", -
ნათქვამია მერიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს, მერიის
ადმინიტრაციული
სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია აწერს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის მერს მიმდინარე წელს პრემია და
სახელფასო დანამატი არ აუღია.
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს, სახელფასო ფონდისთვის 3
677 500 ლარი იყო განსაზღვრული, საიდანაც ამ დროისთვის 3 387 040 ლარი
უკვე ათვისებულია.
გასულ წელს მერიაში სახელფასო დანამატისთვის 174 500 ლარი, ხოლო
პრემიებზე 234 400 ლარი დაიხარჯა. 2014 წელს კი 355 900 ლარის პრემია
გაიცა.
ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის აპრილში თვითმმართველობებს
შორის
ISO სერთიფიკატი მიენიჭა. ქალაქის მერს,
მუნიციპალიტეტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მართვისთვის,
საერთაშორისო დონის სერთიფიკატი საქართველოში,
SAI
GLOBAL-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გურამ ფერიშვილმა
გადასცა.
ქუთაისის საკრებულოში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე, კი
პრემიებისა და სახელფასო დანამატებისათვის
120 925 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები