ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში, საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი"
მოეწყობა.
პატარებისთვის სადღესასწაულო გარემოს შესაქმნელად, ქუთაისის მერიამ,
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს 6 300 ლარის ღირებულების ტენდერი
გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვაში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2
დეკემბრიდან დაიწყება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში,
საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" უნდა მოაწყოს, რომელიც 2016 წლის 30
დეკემბრიდან 2017 წლის 15 იანვრამდე მოეწყობა.
ქუთაისელი პატარები საახალწლო თემატიკაზე 6 მსახიობის მონაწილეობით
მცირე პანტომიმურ წარმოდგენას იხილავენ.
"საბავშვო ქალაქი" სადღესასწაულოდ აქსესუარებით მოირთვება.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები