ქუთაისში, # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, პირველი კლასელის
გატაცების მცდელობაზე საუბრობენ.
მათ თქმით, რადენიმე დღის წინ სკოლის ეზოში ერთ–ერთ პირველკლასელს
უცნობი მამაკაცი გაყოლას სთხოვდა.
"ვიღაც წვერებიან კაცს უთქვამს მამაშენის მეგობარი ვარ და წამოდი
წაგიყვანო. ბავშვს შეშინებია და გამოქცეულა სკოლაში", – ამბობს
ერთ–ერთი მშობელი.
"ძალიან შევშინდი, ბოლო დღეებში იმდენად ხშირად მესმის მსგავსი
ინფორმაცია. უკვე ბავშვის ქუჩაში გამოშვება მეშინია," – აღნიშნავს
მესამეკლასელი მოსწავლის დედა.
მშობლების განმარტებით, #2 სკოლაში, ეზოს მხრიდან სათვალთვალო
კამერებია დამონტაჟბეული და ფაქტის გადამოწმება მარტივად
შეიძლება.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ორი დღის წინ, გვიან ღამით სკოლის ეზოში
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. სკოლის დირექტორი
აცხადებს, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს, თუცა, პოლიციელთა
სკოლაში ყოფნის ფაქტს ადასტურებენ შსს–ში.
ქუთაისის # 2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა,
თავდაპირველად მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა და
მიზეზად მოუცლელობა დაასახალა.
მოგვიანებით კი, დაცვის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მან შენობა
დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ ის კაბინეტში
იმყოფებოდა.
მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ მას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ
აქვს.
"კამერები არის ეზოში და მუშა მდგომარეობაშია, თუმცა, მე არაფერი
გამიგია და რატომ უნდა გადამემოწმებია? არც მშობლებს უთქვამთ მსგავი
რამ ჩემთვის. ახლა უკვე დავინტერესდები", – ამბობს მურად
ჯიშკარიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუცხადეს,
რომ მეორე საჯარო სკოლიდან მოსწავლის გატაცების მცდელობაზე უწყებაში
შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც საპარტულო პოლიციამ სკოლაში
მოკვლევა განახორციელა. შსს–ში არ აკონკრეტებენ თუ საიდან შევიდა
შეტყობინება.
"პირველკლასელი მოსწავლის თქმით, ეზოში იყო ვიღაც მამაკაცი. ბავშვი
ვერ აღწერს ამ მამაკაცს. პოლიციის მიერ შემოწებულია ყველა სათვალთვალო
კამერა, თუმცა სკოლის ტერიოტრიაზე უცხო მამაკაცი არ ფიქსირდება.
ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება და მსგავსი არც ერთი ფაქტი
არ მომხდარა იმერეთის რეგიონში," – განმარტავენ შინაგან საქმეთა
სამინისტროში.
ქუთაისიპოსტი თემასთან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს, დამატებით
ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწოდებთ.
მასალის გამოყენების პირობები