ქუთაისის #59-ე საოქლო საარჩევნო კომისიამ 22 საჩივარი
განიხილა.
ორი მათგანი პროცედურული დარღვევის გამო არ განიხილეს,
რადგან ავტორებმა საჩივრები საოლქო კომისიაში დაწერეს და არა უბნებზე.
"სამართლიანმა არჩევნებმა" კი ერთი საჩივარი თავად მოხსნა, რადგან
განხილვის დროს გაირკვა, რომ დარღვევა უბანზევე იყო აღმოფხვრილი.
რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს შენიშვნა და
გაფრთხილება გამოეცხადათ. საოლქო კომისიის თავმჯდომარის,
ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საოლქოს გადაცდომებზე
რეაგირების სხვა მექანიზმი ჯერ-ჯერობით არ გამოუყენებია.
ერთ-ერთი ბოლო საჩივარი, რომელზეც კომისიამ იმსჯელა,
#70-ე უბანზე გამოვლენილ
დარღვევას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის
ნაცვლად დაკვირვებელმა შეავსო.
საჩივრის განილვამ სხდომაზე ხმაური გამოიწვია. კომისიის წევრთა
ნაწილმა მიიჩნია, რომ დარღვევა დამკვირვებელის მიერ იყო
პროვოცირებული.
ნაწილის აზრით კი მდივანს საკონტროლო ფურცელი პირადი ნომრისა და
რეგისტრაციის მისამართის იდენტიფიცირების გარეშე არ უნდა შეევსო.
მათი თქმით, კომისიის წევრებს ყველა საშუალება ჰქონდათ იმისთვის, რომ
სიაში გადაემოწმებიათ იყო თუ არა ხელმომწერი პირი #70-ე უბნის
ამომრჩეველი.
საბოლოოდ საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა
გამოეცხადა.
ამით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის
პირველი დღე დაასრულა.
კომისიაში, საჩივრების მიღება კიდევ ორი დღის განმავლობაში
იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები