ახალი ამბები
"პატრიოტებმა" ქუთაისის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად შესაძლოა გოგი წულაია წარადგინონ
FaceBook
პარტია კანდიდატებს ხვალ, ოპერის თეატრის წინ დაასახელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" ქუთაისში, ავტოქარხნის #49-ე სამაჟორიტარო ოლქში, გოგი წულაიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას სთავაზობს. 

"პარტია თავისუფალი" საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით თავადაც არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

"უარს არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამეა, შეიძლება ერთ წუთში შეიცვალო აზრი. ზუსტად არც ის ვიცი პარტიაში ჩემს კანდიდატურაზე შეჩერდა თუ არა არჩევანი და არც ის, მე რას გადავწყვეტ",- ამბობს გოგი წულაია.

"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.

ქუთაისის #47-ე და #48-ე ოლქებში სავარაუდო კანდიდატები ნინო ონიანი და გია ბახტაძე იქნებიან. რაც შეეხება # 49-ე ოლქს, ამ დრომდე არ კონკრეტდება აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა.

პარტიის ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოგიტა ხურციძის თქმით, მესამე კანდიდატს პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი თავად დაასახელებს.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ 5 პარტიასთან გაერთიანდა.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის მათთან ერთად "თავისუფალი საქართველო", პარტია "თავისუფლება", "ახალი ქრისტიან-დემოკრატები", "ვეტერანთა მოძრაობა" და "ტრადიციონალისტები" იბრძოლებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.