იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი ჭიღვარია სოციალურ ქსელში,
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციის
შემცველ მასალებს აზიარებს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაცია არის
ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სიბიექტის და კანდიდატის
მხარდასაჭერან ან საწინააღმდეგოდ. აგრეთვე ნებისმიერი საჯარო ქმედება,
რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის რჩევანს ან რომელიც შეიცავს
წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის წინასაარჩევნო
ღონისძიებების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო
მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა,
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საჯარო მოხელეებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის
მიხედვით, წინასაარჩენო აგიტაციის გაწევის ან აგიტაციაში მონაწილების
უფლება არ აქვთ სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი
უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
ასევე, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,
წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონდე პირს, რომელსაც
უკავია თანამდებობა სახელმწიფო ან ადგილობრივი ხეისუფლების ორგანოში,
ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის
კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ
აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან
სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენება. რაც გულისხმობს აგიტაციის
გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების
შესრულებისას.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ირმა
პავლიაშვილი განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვვეაში შესაძლოა ადგილი
ქონდეს კანონის დარღვევას.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ამავდროულად "ქართული
ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ის ასევე მაჟორიტარი
დეპუტატობის ერთ-ერთ კანიდადატად მოიზრება.
მის მიერ სოციალურ ქსელში საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის
საკითხზე, სიას მიმართვის საფუძველზე,
დღეს უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს.
აღნიშნული 13 წევრიანი კომისია საჯარო მოხელეები მხრიდან საარჩევნო
კანონმდებლობის დარღევევის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების მიზნით
ივნისის ბოლოს შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები