პაატა ბურჭულაძის პარტიას ქუთაისში ყოფილი "ნაციონალი"
უხელმძღვანელებს.
პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა
ბურჭულაძემ დღეს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ყოფილი
"ნაციონალი" ამირან ხვადაგიანი დაასახელა.
როგორც ბურჭულაძე აცხადებს ხვადაგიანი ღირსეული კანდიდატია.
"მე ვარ ბედნიერი რომ გვყავს ასეთი ხელმძღვანელი ქუთაისში, როგორიცაა
ამირან ხვადაგიანი. ის არის პროფესორი, აკადემიკოსი და კარგი
ადამიანი. ჩვენ ვაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ პოლიტიკა არ არის
ბინძური საქმე, "- განმარტა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ, ასევე, განაცხადა რომ მათი გუნდი პარლამენტის
ქუთაისში დარჩენას მხარს დაუჭერს.
ბურჭულაძის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის,
ამირან ხვადაგიანის განცხადებით, ქუთაისისთვის ისეთი მაჟორიტარები
შეირჩევა, რომლებსაც მოსახლეობა იცნობს.
"გვეყოლება ღირსეული მაჟორიტარები, დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი დიდ
ნდობას მოიპოვებს," - აცხადებს ხვადაგიანი.
ამირან ხვადაგიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 7 წელი გახლდათ,
ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2012 წლიდან ის ქუთაისის
ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები