სამტრედიაში, გომის თემში, ძლიერი წვიმის შედეგად, მთის ქანი
ჩამოიშალა.
ჩამოშლილი მასა ადგილობრივი მოსახლეების ეზოებში შევიდა.
სამტრედიის გამგებლის მოადგილის, როსტომ თავაძის თქმით, შემთხვევის
შედეგად ორი უბნის 50-მდე ოჯახია დაზარალებული.
"მიმდინარეობს ჩამოშლილი მასისგან გზების გაწმენდა, მაგრამ ძალიან
რთული ვითარება იყო და ჯერ კიდევ არის დარჩენილი სამუშაოები,"- ამბობს
როსტომ თავაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები სამტრედიის ცენტრშიც შექმნა. უხვი ნალექის
შედეგად, სოფელ საჯავახოს გზაც დაზიანდა.
სტიქიამ პრობლემები იმერეთის რამდენიმე რაიონში შექმნა.
დაზარალებულ ზონებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
მოინახულებს.
მასალის გამოყენების პირობები