ახალი ამბები
იმერეთის გუბერნია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

"ვანის მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, გამგეობაში გამოყოფილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ყველა სოფელში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. მობილიზებულია სპეც. ტექნიკა. სტიქიის ზონაში ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო ტექნიკის მუშაობა შეფერხებულია. ამინდის გამოდარებასთან ერთად, ხვალ დილიდანვე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება," - აცხადებენ იმერთის გუბერნიაში.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ამ დროის ონაცემებით ზარალმა 800 ათასი ლარი შეადგინა.

"ამჟამად გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია და ზარალს ითვლიან," - განმარტავენ იმერეთის გუბერნიაში. 

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ იმერეთის რეგიონის მასშტაბით არსებული მონაცემები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება, რათა დროულად მოხდეს მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

"ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურებიც.  გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზებული ყავს ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში მზად არის დაეხმაროს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს," - აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.