ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში ორმოში ხე "ამოვიდა" (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე ორმოში მოსახლეობამ ხის ტოტებიანი ქოთანი ჩადგა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ და დაზიანებული გზის ნაწილის დროულ შეკეთებას ითხოვენ.



გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმითვე, ორმოს მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდება.

"ერთი თვეა ეს ორმო გაჩნდა და ამდენივე ხანია ასე უპატრონოა. აქ სულ გადატვირთული მოძრაობაა, მძოლები ვარდებიან მასში და საჭეს ვეღარ აკონტროლებენ. უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ავტომობილი პირდაპირ სკვერში შემოგვივარდა," - ამბობენ გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, რომ საბედნიეროდ არც ერთ  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დროულად უნდა გამოიჩინონ ყურადღება მერიიდან," - ამბობენ გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.  

მათივე ინფორმაციით,  გზის მითითებულ ტერიტორიაზე ორმო ერთი თვის წინ გაჩნდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.