ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრი
ქუთაისის სამ N1; N17-ე და N41-ე საჯარო სკოლაში მოწყო.
გამოცდები დილის 09:00 საათიდან დაიწყო. საჯარო სკოლებში, სადაც
გამოცდები მიმდინარეობს მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო
სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.
წელს, საგამოცდო განრიგში
განათლების მინისტრის,
ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, შეიცვალა სამოქალაქო განათლების, ქიმიისა და ფიზიკის გამოცდის
ჩატარების თარიღი და დრო. ამის გარდა, კიდევ ერთი ცვლილება,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის
მიერ განხორციელდა, რომლის მიხედვით,
ელექტრონულად ტესტების ჩაბარება, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, რომლებიც
გრანტის გაუმჯობესების გამოცდას აბარებენ, მაგისტრანტობის
კანდიდატებს, პედაგოგებსა და პედაგოგობის მსურველებს
მოუწევთ.
მიმდინარე წელს, გამოცდებზე 33 500–ზე მეტი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა. მათი დიდი ნაწილი საგამოცდო ენად (28 840
აბიტურიენტი)
ინგლისურ ენას ირჩევს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები