1894 წლის 23 ივნისს ფრანგმა ბარონმა, პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური
თამაშების აღდგენის განცხადება გააკეთა.
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. იგი, საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის ინიციატივით, 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
თარიღის არჩევა კი თავად ორგანიზაციის შექმნის დღეს უკავშირდება.
1894 წლის 23 ივნისს ფრანგმა ბარონმა, პიერ დე კუბერტენმა პარიზში,
ათლეტების საერთაშორისო კონგრესზე, ოლიმპიური თამაშების აღდგენის
განცხადება გააკეთა. ორი წლის შემდეგ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში
პირველი ოლიმპიადა ჩატარდა, ხოლო პიერ დე კუბერტენი საერთაშორისო
ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი გახდა.
მთავარი ღონისძიება, რაც ამ დღეს უკავშირდება, გრძელ დისტანციაზე
მასობრივი გარბენია.
"სპორტი ყველასია" – ასეთია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის
კონცეფციაა. სწორედ, საერთაშორისო ოლიმპიური დღის ღონისძიებებზე
მასობრივი გარბენის მოწყობაც იმ მიზანს უკვშირდება, რომ მასში რაც
შეიძება მეტი ადამიანი ჩაერთოს.
ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიებები იმერეთის რეგიონის
მუნიციპალიტეტებსა და ქუთაისშიც გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები