ახალი ამბები
ტყიბულის ხელოვნების სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
FaceBook
"გამგებელს ვინც მოწონს იმას ამუშავებს, ვინც არა – ათავისუფლებს."

ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მაია კუზნეცოვა სამსახურიდან 2016 წლის 21 ივნისს გაუშვეს.

მისი განცხადებით, ის რამდენიმე დღეა ქალაქში არ იმყოფება და გათავისუფლების შესახებ გამგებლის მოადგილესთან სატელეფონო საუბრისას შეიტყო.

მისივე ინფორმაციით, ხელოვნების სკოლაში ახალი დირექტორი, რომელიც ამავე სასწავლებლის პედაგოგია, იმავე დღეს წარადგინეს.

"რამდენიმე დღით, თავი გავითავისუფლე გამგებლის მოადილესთან, უშუალოდ ჩემი სფეროს კურატორათან, ოჯახური მდგომარეობის გამო. გაოცებული დავრჩი, არ ველოდი ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას," – აცხადებს მაია კუზნეცოვა.

მისივე თქმით, 7 აპრილს ის გამგეობას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით არ გაუფრთხილებია, ხოლო შესაბამისი ბრძანება სამსახურიდან დათხოვის მეორე დღეს მიიღო.

მაია კუზნეცოვა ამბობს, რომ ტყიბულის გამგებელმა თანამდებობიდან დათხოვის შესახებ სიტყვიერად 2016 წლის 7 აპრილს აცნობა. აქამდე კი ხელოვნების სკოლის ფინანსური საქმიანობის შემოწმებას აუდიტის სამსახური იკვლევდა.

"პირადად რობოზონ გვენეტაძემ მითხრა, რომ აუდიტის დასკვნა იყო ძალიან მძიმე და საქმე შეიძლებოდა პროკურატურას გადაცემოდა. თუმცა, შემოწმების შედეგად ფინანსური დარღვევები არ დაფიქსირდა და მხოლოდ ადმინისტრაციულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. გამგებელს ვინც მოწონს იმას ამუშავებს, ვინც არა – ათავისუფლებს. რამდენიმე თვის წინ სკოლას სტუმრობდა პაატა ბურჭულაძე და ეს არ მოეწონა," – აღნიშნა მაია კუზნეცოვამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ააცხადებენ, რომ ხელოვნების სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გამგებლის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

რობინზონ გვენეტაძემ დოკუმენტი შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად გამოსცა, რომელიც მაია კუზნეცოვას სკოლის წესდების დარღვევაში ადანაშაულებს.

"თავად მაია კუზნეცოვა საქმის კურში იყო გათავისუფლების შესახებ. ერთი თვის წინ მან დაწერა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა სასწავლო წლის დასრულებამდე გადავადებულიყო," – განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ტყიბულის გამგეობის პრეს–სამსახურის უფროსი, ელისო ჭანტურიძე.

მისივე ინფორმაციით, მაია კუზნეცოვას გათავისუფლების ბრძანება გამგებელმა, ხელოვნების სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების მეორე დღეს გამოსცა.

ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და გამგებლის ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

მაია კუზნეცოვას ხელოვნების სკოლის დირექტორად 2012 წლიდან მუშაობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.