აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში "ახალგაზრდა სოციალისტებმა" პროექტის
"ნუ მოერგები სტერეოტიპებს - შეცვალე რეალობა" შედეგები შეაჯამეს.
აქტივობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში,
გენდერული საკითხების შესახებ შეხვედრები ერთი წლის განმავლობაში
მიმდინარეობდა.
"ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც გვაჩვენა თუ როგორი დამოკიდებულება აქვს
ახალგაზრდებს ქალის და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან
დაკავშირებით. გასულ წლებთან შედარებით, შედეგები დამაიმედებელია.
თუმცა, გარკვეული სტერეოტიპები ისევ არსებობენ როლების გადანაწილების
საკითხებში," – განაცხადა ქუთაისის "ახალგაზრდა სოციალისტების"
პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ ფონიავამ.
"ახალგაზრდა სოციალისტების" ორგანიზებით, უკვე მიმდინარეობს ახალი
პროექტი სახელწოდებით "შენ აქტიური მოქალაქე". მისი მიზანი
საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების გააქტიურებაა.
მასალის გამოყენების პირობები