შეკრება დღეს 17:00 საათზე არის დაგეგმილი.
დღეს თბილისში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების
მხარდასაჭერი აქცია ჩატარდება. საპროტესტო მსვლელობა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კოპუსიდან დაიწყება და "ჯორჯიან
მანგანეზის" ოფისამდე გაიმართება. შეკრება დღეს 17:00 საათზე არის
დაგეგმილი.
ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორი
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებია,
რომლის თავმჯდომარის მოადგილე, გოგა ბრეგვაძე განმარტავს, რომ ფეროში
დასაქმებულები არასათანადო პირობებში მუშაობენ.
"თბილისში იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მთავარი
ოფისი იქ არის. ზესტაფონიდან დაახლოებით 22 ადამიანი მივდივართ, ხოლო
დანარჩენები იქ შემოგვიერთდებიან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ
გვჯერა მათი დაპირებების", - ამბობს გოგა ბრეგვაძე.
"ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი,
ზაქარია ზალიკაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარატვს, რომ დღეს
მათი ოფისის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმირებული
არ არიან.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული მუშებისა და
პროფკავშირების წამომადგენლების ერთი კვირის წინ დაანონსებული
უვადო გაფიცვა არ შედგა. ისინი "ჯორჯიან
მანგანეზის" ადმინისტრაციას სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და
კოლექტიური ხელშეკრულების დადებას სთხოვდნენ.
ამავე
თემაზე:
გაუმჯობესდეს შრომითი პირობები" - მუშების მოთხოვნები ფეროში
(ვიდეო)
ზესტაფონის ფეროში დასაქმებულები და პროფკავშირები
უვადო გაფიცვას აანონსებენ
მასალის გამოყენების პირობები