ახალი ამბები
ზესტაფონის ფეროში დასაქმებულები და პროფკავშირები უვადო გაფიცვას აანონსებენ
FaceBook
ფეროშენადნობთა ქარხნაში დასაქმებულები რვა პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას მიოთხოვენ. 

ზესტაფონში არსებულ ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები მიმდინარე წლის 9 მაისიდან უავადო გაფიცვას აანონსებენ. პროტესტის მიზეზი კოლექტიური ხელშეკრულებაა, რომლის დადების სანაცვლოდ "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინსიტრაცია დასაქმებულებს ერთი პუნქტის შეტანას სთხოვს.

"გვეუბენიან, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში გაგიფორმებთ, თუკი კოლექტიურ ხელშეკრულებაში ჩაიწერება იძულებითი მოცდენის საკითხი. ისეთი ვარიანტია ჭიათუარაში რომ არის. იძულებითი მოცდენის დროს ქარხანა გადავა სპეციალური მუშაობის რეჟიმზე. ესენი იძულებით მოცდენას არქმევენ იმას, რომ თვითღირებულება უფრო მეტია, ვიდრე პროდუქტი. სახელმწიფოს აბრალებენ, რომ ელექტროენერგიას იაფად არ გვაძლევენო", - ამბობს ფეროში დასაქმებული, კახა მაჩიტიძე.

შეწყდეს იმერეთის მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრის შანტაჟი და დევნა, ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებლის მიხედვით - ეს არის რვა პუნქტიან მოთხოვნებს შორის ყველაზე მთავარი, რომელიც ფეროში დასაქმებულ მუშებს აქვთ.

იციან თუ არა მოსალოდნელი უავადო გაფიცვის შესახებ და როგორია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმისტრაციის პოზიცია "ქუთაისიპოსტი" ცდილობდა კომპანიის პიარის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილისგან ინფორმაციის მიიღებას. თუმცა, ზალიკაშვილს  ტელეფონი გამორთული აქვს.  

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები ორი თვის წინ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

ამ დროისთვის ფეროში 1804 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 500 ლარს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.