ახალი ამბები
ქუთაისში ანიტა რაჭველიშვილი იმღერებს
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის 20 მაისს მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური საღამო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016" ფარგლებში გაიმართება.

ქუთაისელი მაყურებელი ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს "Cross Over the World" იხილავს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა.

საღამოს მონაწილეა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი მესაყვირე დავით შამანაური.

შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან და კლასიკური ნაწარმოებების ორიგინალური საორკესტრო ვერსიები, რომელთა ავტორიც ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.