ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობას ითხოვს
FaceBook
სამუშაო ჯგუფმა 2006-2015 წლებში გასხვისებული მიწების განკარგვის კანონიერება უნდა შეისწავლოს.

"რესპუბლიკელი" დეპუტატის, ნატო ქათამაძის მოთხოვნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზევე აერჩიათ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და მოადგილეები, უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. საკრებულომ მხოლოდ ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.


ნატო ქათამაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა პროცედურულად შეგნებულად ჭიანურდება, რაც მისი აზრით, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

"მინიმუმ მაისის ბოლომდე ვერ მოხდება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე მინიმუმ ივლისამდე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ვერ წარადგენს წევრებს. ეს პერიოდი კი საარჩევნო კამპანიას ემთხვევა და ამ დროს, ალბათ აღარავის ეცლება ამისთვის", - ამბობს ნატო ქათამაძე.

მისივე თქმით, თუ ჯგუფის ხელმძღვანელად მას არ აირჩევენ, იგი სამუშაო ჯგუფს უნდობლობას გამოუცხადებს.

"როგორც საკითხის ინიციატორი, ჯგუფის ხელმძღვანელიც მე უნდა ვიყო და თუ ასე არ იქნება, ჯგუფის მუშაობას უნდობლობას ვუცხადებ. დავიწყებ ინდივიდუალურ მუშაობას და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვინ უფრო ნაყოფიერად იმუშავა", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი.

დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი საკრებულომ დღის წესრიგიდან ერთხელ უკვე ამოიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, მაშინ განმარტა, რომ ინიციატივა დახვეწას საჭიროებდა.

ინიციტივის ავტორი ნატო ქათამაძე კი მაშინაც აცხადებდა, რომ საკითხი შეგნებულად ჭიანურდებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.