ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოიგო
FaceBook
კომპანიას, ასევე გათავისუფლებიდან დღემდე, განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო კიკვაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ქუთაისის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიას, ასევე დაეკისრა, ქეთი კიკვიძის გათავისუფლებიდან დღემდე, განაცდურის ანაზღაურება.

ქეთი კიკვიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც ის გასული წლის ოქტომბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს. კიკვიძის განმარტებით, ის რეორგანიზაციის სახელით, სამსახურიდან უკანონოდ გაუშვეს. თავად, კომპანიაში კი ირწმუნებოდნენ, რომ კადრების ოპტიმიზაცია მოხდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი განმარტავს, რომ კომპანია მოსამართლის გადაწყვეტილებას, ოფიციალურად წერილობით, 20 დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას გაასაჩივროს თუ არა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება.

"ვნახავთ დასაბუთებულად, თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება", - განმარტავენ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.