პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელთა შორის ავტო-რალი ქუთაისში
მიმდინარე წლის 7 მაისს, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გაიმართება.
ავტო-რალის გასამართად მერიამ 5000 ლარად შეფასებული ტენდერი
გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად ქუთაისის BMW კლუბი გამოვლინდა.
როგორც კლუბის ხელმძღვანელმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა,
წყვილთა რბოლა, დრიფტ შოუ
და მოტო შოუ გაიმართება.
"მონაწილეოა შეეძლება ყველა ავტო მოყვარულს, ვისაც გააჩნია მართვის
მოწმობა. ასევე, ჩამოვლენ საქართველოს წამყვანი და პროფესიონალი
დრიფტერები და ბაიკერები," - განაცხადა ქუთაისის BMW კლუბის
ხელმძღვანელმა, გაგა ბაზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები