"კურორტის რეაბილიტაციისთვის მოზიდული მილიონობით ლარი წყალში
იყრება"
"წყალტუბოში ნაწილობრივ განახლებული პარკი უპარონობით ნადგურდება და
ჩვენს მიერ კურორტის რეაბილიტაციისთვის მოზიდული მილიონობით ლარი
წყალში იყრება. პარკში დაზიანებულია სკამები, მწყობრიდან გამოსულია
გარე განათების ბოძები და ამას ყურადღებას არავინ აქცევს," -
აცხადებენ წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ისინი, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ წყალტუბოს გამგეობა არც
დროულად იჯარით
ტერიტორიების გაცემაზე ზრუნავს.
"არც იმას აკეთებენ, რომ დროულად გასცენ იჯარით ტერიტორია, სხვამ
მაინც რომ მიხედოს და მოუაროს," - განმარტავენ "ნაციონალები" და
წყალტუბოში, ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მიზნით,
დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ცენტრალური პარკის და ცივი
ტბის კეთილმოწყობა მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და
სამუშაოების შესრულებაზე, ასევე, მოვლა-პატრონობაზე, ერთი წლის
განმავლობაში, კომპანია "ეპტისამ" უნდა იზრუნოს.
"შესაბამისად, ცენტრალულ პარკში დაზიანებული ინვენტარის შეკეთებაზე
აღნიშნული კომპანიაა პასუხისმგებელი. თუმცა, წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით უკვე აღდგენილია დაზიანებული
სანათები, დარჩენილია რამდენიმე სანათი, რომელთა აღდგენაზე
მიმდინარეობს მუშაობა,"- აცხადებენ წყალტუბოს გამგეობაში.
მასალის გამოყენების პირობები