"ამ
მაქანას ვერ დავაჯარიმებთ, რადგან, ჯარიმა იმ შემთხვევაშია, როცა
ტროტუარზე დაპარკინგევული მანქანა მთლიანად კეტავს გზას".
ქუთაისში, საპატრულო პოლიციამ ავტომანქანა ტროტუარზე
დაპარკინგებისთვის არ დააჯარიმა. საცხოვრებელი სახლის წის არსებულ
ტროტუარზე დაპარკინგებული ავტომანაქანის დასჯარიმებალად საპატრულო
პოლიცია ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩა #7-ში მცხოვერმა ციცინო ბოჭორიშვილმა
გამოიძახა.
" ამ მაქანას ვერ დავაჯარიმებთ, რადგან, ჯარიმა იმ შემთხვევაშია, როცა
ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანა მთლიანად კეტავს გზას. ამ
შემთხვევაში კი ასე არ არის", - განუმარტეს ბოჭორიშვილს ადგილზე
მისულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა.
ჯიბლაძის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით ტროტუარი მანქანების
დაპარკინგების გამო არის ამორტიზებული.
"ასე როგორ შეიძლება. ისედაც უხარისხდოდ გაკეთებულ ტროტუარებს
მანქანების სადგომად იყენებენ", - ამბობს ციცინო ბოჭორიშვილი.
ტროტუარზე პარკირებისთვის 10 ლარიანი ჯარიმა, ხოლო მეორე ზოლზე
პარკირებისა და გზის გადაკეტვისთვის 200 ლარიანი
ჯარიმა არის განსაზღვრული.
ქუთაისში ავტომანქანებს ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმებას შპს
"პარკინგესრვისი" ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები