ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება
FaceBook
სამუშაოებისთვის მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, მდინარე ოღასკურას, რომელიც ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ რამდენიმე
მიმდებარე ქუჩას ტბორავს, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდება.

სამუშაოებისთვის საპროექტო ტენდერი ორ დღეში გამოცხადდება. პროექტის შემუშავების შემდეგ, მერიის კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შეარჩევს, რომელიც ოღასკურაზე გამაგრებით სამუშაოებს დაიწყებს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარეს მთლიან ზოლზე უნდა ჩაუტარდეს, პირველ ეტაპზე კალაპოტს ჭონქაძის ქუჩიდან ირაკლი აბაშიძის ქუჩის (პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია) ჩათვლით გაამაგრებენ.

კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოების განხორციელება რეგიონალური განვითარების ფონდზეა დამოკიდებული, რომელიც სამუშაოებისთვის საჭირო თანხას ეტაპობრივად გადმორიცხავს.

"წარდგენილი გვაქვს მილიონ 900 ათასი ლარის პროექტი, თუმცა, ფონდი თანხის ნაწილს მას შემდეგ გადმორიცხავს, რაც შეამოწმებს პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ხარისხს",– ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

მალხაზ ბასილაძის ვარაუდით, ჭონქაძის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩამდე ნაპირსამაგრ სამუშაოებს მილიონ ნახევარ ლარამდე დასჭირდება. მეორე ეტაპისთვის კი, რომელიც მდინარის კალაპოტის პარლამენტიდან ავტოქარხნის ბოლომდე გამაგრებას ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობა ფონდისგან დამატებით თანხას მოითხოვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მერია თავდაპირველად მოთხოვნილ მილიონ 900 ათას ლარში უნდა ჩაეტიოს.

მდინარე ოღასკურას გამაგრებითი სამუშაოები გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.