2016 წელს ქუთაისში საკანალიზაციო სისტემის გამართვის პროექტი
იწყება.
პროექტი 3 წლიანი იქნება და მასზე 100 მლნ ევრო დაიხარჯება. ქუთაისში
წყალანირების პროექტისთვის თანხის მისაღებად საქართველოს მთავრობამ
უკვე გააფორმა მემორანდუმი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან.
აღნიშნული შესახებ ქუთაისში გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გორგი კაკაურიძემ
განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მემორანდუმს მთავრობასა და ევროპის
რეკონსტრუქციის ბანკს შორის ხელი გუშინ, თბილისში გამართულ აბრეშუმის
გზის ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
"ორი წელია ვიბრძვით ამ პროექტისთვის. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი,
რაც ქუთაისში განხორციელებულა. მათ შორის, თუნდაც პარლამენტის
მშენებლობა," - განაცხადა ქუთაისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები