ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს მმართველ,ა საკრებულოს დეპუტატმა დავით ჯანაშიამ თანამდებობა დატოვა.
საეკლესიო საავადმყოფოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქუთაისის სასულიერო სემინარიის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ტარიელ კუხიანიძე დაინიშნა.
"3 სექტემბერს შვებულებაში გავედი და აღარ დავბრუნდები. სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მივიღე", - ირწმუნება "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ყოფილი მმართველი, დავით ჯანაშია.
დავით ჯანაშია აღნიშნულ საავადმყოფოში 27 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო საავადმყოფოს მმართველის პოსტზე 9 წელი.
საეკლესიო საავადმყოფო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატეს დაქვემდებარებაშია. მეუფე კალისტრატე საავადმყოფოს დირექტორი გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები