"თანამდებობა იმიტომ დავტოვე, რომ სხვა უწყებიდან მაქვს შემოთავაზება"
- ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ გრიგოლ
დალაქიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა.
"სხვა სამსახურში გადავდივარ და აქედან გამომდინარე, გახდა აუცილებელი
დამეტოვებინა ეს თანამდებობა. თუ სად გადავდივარ, ამაზე განცხადებას
მოგვიანებით გავაკეთებ", - განმარტავს დალაქიშვილი.
გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება 6
თებერვალს დაწერა. ამავე დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე
დატოვა პოსტი ვიცე–მერმა
გიორგი
იობაშვილმაც.
არსებული ინფორმციით, იობაშვილის კანდიდატურა წყალმომარაგების
კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე
განიხილება. თუმცა, წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნულს არ
ადასტურებენ.
თუ ვინ დაიკავებს ვიცე-მერისა
და გუბერნატორის მოადგილის ვაკანტურ ადგილს, უწყებებში
ამ დროისთვის არ საუბრობენ.
გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე–გუბერნატორად 2017 წელს დაინიშნა,
მანამდე ის ქუთაისის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები