ქუთაისის მერია კომპანია "ალმა რუსის" წინააღმდეგ, რომელმაც თეთრ ხიდს
რეაბილიტაცია ჩაუტარა, სარჩელს ამზადებს.
მერია კომპანიას სამუშაოს ვადების დარღვევასა და ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას ედავება. მათ
შორის, საუბარია 9 მსუბუქ, ჩამოსაჯდომის ფუნქციის მქონე დეკორაციაზე,
რომელიც ხიდზე უნდა განთავსებულიყო, რაც კომპანიისთვის სამუშაოების
ვადისა და ხელშეკრულების თანხის 23 000 ლარით გაზრდის მიუხედავად, ამ
დრომდე არ გაკეთებულა.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით,
"ალმა რუსის" მიმართ ჯარიმის რაოდენობა 189 000–მდე ლარს
შეადგენს.
კომპანიასთან გაწვეტილია ხელშეკრულებაც. ხიდზე გამოვლენილი ხარვეზების
აღმოსაფხვრელად კი ქუთაისის მერია განმეორებითი ტენდერის გამოცხადებას
გეგმავს.
ბრალდებებს არ ეთანხმება "ალმა რუსის" დირექტორი, მერაბ გაბუნია. მისი
თქმით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მერია გარანტიის სახით
ისედაც იტოვებს თანხის 2.5% და შეეძლო ხარვეზების გამოსწორება ამ
თანხის ფარგლებში დაევალებინა. მერაბ გაბუნია არც განმეორებითი
ტენდერის გამოცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ ამ სამუშაოების
შესრულება მის კომპანიასაც შეეძლო.
"სამუშაოების 95% რომ შესრულებულია, ხელშეკრულება რატომ უნდა
შეწყვიტო? მე ვერ აღმოვფხვრიდი ხარვეზებს? ამისთვის აცხადებენ
ტენდერს? თუ სადმე ჟანგი გამოვიდა, გადავფხიკავდი და გავაკეთებდი მე
უფულოდ. ხარვეზები არ იქნებაო ამას არავინ ამბობს, მაგრამ მერია
იტოვებს ამისთვის 2.5%–ს თანხიდან. ამის გარდა, როდესაც ხელშეკრულება
დასრულდებოდა, 10 წელი პასუხისმგებელი ვიყავი ხიდზე",– ამბობს მერაბ
გაბუნია.
მთავარ სასამართლო დავამდე, "ალმა რუსს" , ქუთაისის მერიისთვის,
სავარაუდოდ, 2000 ლარის გადახდაც მოუწევს. მერიის ადმინისტრაციული
ზედამხედველობის სამსახურმა, კომპანია, ხიდზე თეთრი ქვების მიტანის
გამო დააჯარიმა. მაშინ მერია აცხადებდა, რომ კომპანიისთვის
მსგავსი დავალება არ მიუცია, თავად "ალმა რუსში" კი ამბობდნენ, რომ
მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს.
გადაიხდის თუ არა ხიდზე ქვების მიტანის გამო "ალმა რუსი" ჯარიმას, ეს,
სავარაუდოდ, 9 იანვარს გაირკევევა, როცა, მოსამართლე გადაწყვეტილებას
გამოაცხადებს.
რეაბილიტირებული თეთრი ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა. გარდა იმისა, რომ
ხიდის ახალი იერსახე საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონა, გახსნიდან
ორ დღეში ხიდზე ლითონის ფილები აძვრა.
მოგვიანებით, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ
ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი განმეორებით უნდა
გამოცხადდეს.
რამდენიმე დღის წინ ხიდზე
შუშაც დაზიანდა, თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია რა გახდა
ამის მიზეზი.
ამავე
თემაზე:
როგორი
უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი
განახლებული
თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)
თეთრ
ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს
თეთრი ხიდიდან ქვები
აიღეს
სად
წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
მასალის გამოყენების პირობები