ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მინდელის
სახელობის შახტთან შეიკრიბნენ და ხელფასების დროულად დარიცხვა
მოითხოვეს.
საწარმოში დასაქმებულები ამბიბენ, რომ ხუთი დღეა ანაზღაურების
ჩარიცხვას ელოდებიან, თუმცა კომპანიისგან მხოლოდ დღეს მიიღეს პასუხი,
რომ თანხა ხვალამდე დაირიცხება.მათივე თქმით,მეშახტეების ნაწილი,
რომლებიც დილით გეგმიური სარემონტო სამუშაოებისთვის ჩავიდნენ,
პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან.
აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ დროულად აღდგეს მუშაობა
შახტებში, რადგან სახელფასო დავალიანების პრობლემები აღარ
შეიქმნას.
მეშახტეები ამბობენ,რომ ხელფასის დაგვიანების გამო საბანკო
ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან.
მასალის გამოყენების პირობები